კატარის განვითარების ფონდის (Qatar Fund for Development) საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო გრანტებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე.
კატარის სტიპენდიების პროგრამაზე განაცხადის მიღება შემდეგი ეტაპების დაცვით ხორციელდება:
ჩამოთვლილი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამებზე სწავლის მსურველმა განაცხადი უნდა წარადგინოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ოფიციალური ვებგვერდების საშუალებით:
პროცედურის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი მიიღებს უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის დამადასტურებელ წერილს, მან უნდა მიმართოს მიმღები უნივერსიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (Admission or Registration Department) კატარის სტიპენდიების პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო გრანტის მოპოვების სურვილით. დაფინანსების პირობების დაზუსტების შემდეგ, უნივერსიტეტი მიღებულ განაცხადებს წარუდგენს კატარის განვითარების ფონდს, რომელიც აპლიკაციების შესწავლის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ამა თუ იმ განაცხადის დაფინანსების თაობაზე.
კატარის სტიპენდიების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://qatarscholarships.qa