ომანის სასულთნო აცხადებს მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის, ომანის კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, სასულთნოს მთავრობის მიერ გამოყოფილ სტიპენდიებზე ქართველი სტუდენტებისათვის.
აღნიშნული სტიპენდიების მიღების მსურველ კანდიდატებს მოთხოვნის წარდგენა შეუძლიათ Higher Education Admission Center-ის ვებგვერდზე: heac.gov.om, მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე.