საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ხოლო ევროკომისიის მხრიდან ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა მოაწერეს.
შეთანხმების გაფორმებით საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობებისკენ ეხსნება გზა. Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას მართლაც მნიშვნელოვან სამეცნიერო და კვლევით საგრანტო პროგრამასთან Horizon Europe-თან. ეს არის ძალიან დიდი მოვლენა სამეცნიერო სფეროში.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეცნიერები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები სარგებლობენ. დარწმუნებული ვარ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება Horizon Europe-ის ეგიდით, რომლის ბიუჯეტი 95.5 მილიარდი ევროა.
მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით“.
შეთანხმების საფუძველზე საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შეეძლებათ, უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმებს, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები.
„პირველ რიგში, გილოცავთ! კეთილი იყოს საქართველოს შემოსვლა Horizon Europe-ში! ასევე ვულოცავ პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას. მნიშვნელოვანი დღეა კვლევისა და ინოვაციების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის თვალსაზრისით. დღეს რომ საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანაბარი პირობებით მონაწილეობს მსოფლიოში ყველაზე დიდ პროგრამაში კვლევისა და ინოვაციების სფეროში, მიღებული გამოცდილების შედეგია. ეს არის მხარდაჭერის გამოხატვა ქართველი მეცნიერების, ინოვატორებისა და განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანების მიმართ. დღეიდან მათთვის გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, შექმნან თანამშრომლობის ქსელი, იყვნენ ინოვატორები და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ჩვენ მათზე დიდ იმედს ვამყარებთ. ევროკავშირისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქართველი მკვლევრებისა და ინოვატორებისთვის კოლაბორაცია ევროპელ კოლეგებთან. კიდევ ერთხელ გილოცავთ, კეთილი იყოს საქართველოს შემოსვლა Horizon Europe-ში! თქვენი წარმატების ისტორიებზე დიდ იმედს ვამყარებთ! – განაცხადა ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება “Horizon Europe”-ის ეროვნული ოფისი, რომლის ფუნქცია იქნება ევროკავშირსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შორის მედიაცია და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
ხაზგასასმელია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა – განახლდა და გაძლიერდა Horizon Europe-ის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით.
დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს. საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკვე მოეწყო საგრანტო ოფისები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა.
ევროკავშირის კონკურსების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება მეცნიერთა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადის მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.