საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად, ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ლევან ღირსიაშვილმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს მრავალწლიანი საქმიანობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მასწავლებლების მხარდაჭერას ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება, დასკვნითი ღონისძიება კი თბილისში 27 ოქტომბერს ჩატარდება.
