საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ქალაქ დუშეთში ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა და ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.
ბაია კვიციანმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო პედაგოგების მხარდასაჭერად ახორციელებს და მომავალშიც უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
მომავალი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მინისტრის მოადგილემ დუშეთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა და წარმატება უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში, ბაია კვიციანმა 2023 – 2024 წლის მედალოსნები დააჯილდოვა და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. დუშეთის მუნიციპალიტეტში სულ 33 მედალოსანია. 23 - ოქრო და 10 - ვერცხლი.
