მეფე ერეკლე მეორის სახელობის თელავის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია იწყება.
სკოლას დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ეწვია.
მთავრობის წევრებმა სკოლის ისტორიული შენობა დაათვალიერეს და რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ.
აღინიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლის ისტორიული ფასადის მაქსიმალურ დაცვას და განახლებას. რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
მნიშვნელოვანია, რომ შენობის აღდგენითი სამუშაოს დაწყებამდე ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევებმა გამოავლინა 9 სხვადასხვა სამშენებლო ფენა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თელავის სკოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია.
