საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ღვაწლმოსილი პედაგოგები ქალაქ ქობულეთში დააჯილდოვა.
თამარ მახარაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა პედაგოგებს წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი შრომისთვის.
პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. დასკვნითი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.
