საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
გივი მიქანაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ ზოგადი
განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.
საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. მათ შორის: სასკოლო
ფორმას, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლებში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას,
პირველკლასელთა რეგისტრაციას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და სასკოლო ცხოვრებაში
მშობლების ჩართულობას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის
საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს.
მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი,
მოადგილეები თამარ მახარაშვილი და ზვიად გაბისონია, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის
მხარეში ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი და ბორჯომის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე.