განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მეცნიერთა კვირეულის — „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ზვიად გაბისონიამ სიტყვით გამოსვლისას იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებსაც სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციისა და კვლევითი საქმიანობის მხარდასაჭერად ახორციელებს. მან ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებისა და მათი სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის მნიშვნელობაზე.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სოფიო ბახტაძემ, რომელმაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კვირეულის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
თსსუ მრავალფეროვანი პროგრამით იყო წარმოდგენილი. კვირეულის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია „ცხოვრების ჯანსაღი წესი“, რომლის პროგრამაც საჯარო ლექციებს მოიცავდა. ასევე მოეწყო შემეცნებითი აქტივობები სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმში, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრსა და სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრში.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გარდა, 9 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 8-12 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო 12 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი უმასპინძლებს.
კვირეულის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია, თანამედროვე სამეცნიერო გარემოსთან მათი დაახლოება, მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღრმავება და ქართველი მეცნიერების მიღწევების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სკოლის X-XII კლასების მოსწავლეებს, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და დოქტორანტებს.
კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა:
• სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებში სამეცნიერო ინტერესისა და კვლევითი კულტურის განვითარების ხელშეწყობას;
• ახალგაზრდებისათვის თანამედროვე სამეცნიერო ინფრასტრუქტურისა და კვლევითი გარემოს გაცნობას;
• STEM მიმართულებების (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) პოპულარიზაციას;
• მეცნიერის პროფესიის, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობისა და სამეცნიერო კარიერის შესაძლებლობების წარმოჩენას საქართველოში;
• ახალგაზრდებსა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაძლიერებას.