საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა გლდანის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
თამარ მახარაშვილმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე და პედაგოგებს წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებას პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს მათი მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და პროფესიული საქმიანობის წახალისებას.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს ქუთაისში ჩატარდება.
