საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ძველი ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიის საერთაშორისო კონგრესის (ICAANE) პრეზიდენტს, პროფესორ ინგოლფ თიუსენსა და კონგრესის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ICAANE-ის საერთაშორისო კონგრესის მოსამზადებელ სამუშაოებზე. აღინიშნა, რომ ღონისძიება 2027 წლის 4-8 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
როგორც ზვიად გაბისონიამ განაცხადა, კონგრესის საქართველოში ჩატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას.
მინისტრის მოადგილემ ინგოლფ თიუსენს კონგრესის საქართველოში ჩატარების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან დელეგაციებისა და საპატიო სტუმრების მონაწილეობასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საკითხებზე.
