იმ პირველკლასელთა
მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს, ვინც
2012 წლის 15 ივნისის ჩათვლით დაარეგისტრირებს ბავშვს შესაბამის სკოლაში, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ მოსწავლის მშობლის, ან კანონიერი
წარმომადგენლის მიერ, სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა,
რეგისტრაციისას მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა მოხდეს 2012 წლის 18 ივნისიდან 2012 წლის 19 ივლისამდე.
აღნიშნულ ვადებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების
შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არ ან ვერ წარდგენის შემთხვევაში
მოსწავლის რეგისტრაცია
ავტომატურად ბათილია.