უნგრეთი საქართველოს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველი სტუდენტისათვის, სრულ საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად: 10 სასწავლო სტიპენდია სოფლის მეურნეობის სფეროში, 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, 5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში. აგრეთვე ხელმისაწვდომია 5 სტიპენდია ინგლისურენოვანი სრული სადოქტორო პროგრამისათვის ნებისმიერ სფეროში. არსებული კვოტა მოიცავს სწავლის დაფინანსებას სრულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.
უნგრეთი ქართველ სტუდენტებს არასრულ სასწავლო კურსებსაც (part-time studies) სთავაზობს, რაც გულისხმობს სწავლას ერთი აკადემიური წლის მანძილზე საბაკალავრო ან სამაგისტრო ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე .
უნგრულ ენაზე სწავლების შემთხვევაში, სტუდენტები გაივლიან ერთწლიან მოსამზადებელ ენის კურსს ბალაშის უნივერსიტეტში (Balassi Institute). ის სტუდენტები, რომლებიც აირჩევენ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას, მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა, იმ დონეზე, რომელიც მიმღები უნივერსიტეტის მიერა არის განსაზღვრული.
საპლიკაციო ფორმის შევსება შემდეგ ელ.მისამართზე მოხდება: http://limesurvey.tpf.hu/index.php/267728/lang-en. ოფიციალურად, განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 აპრილი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტრო ვალდებულია დროულად მიაწოდოს უნგრულ მხარეს აპლიკანტების დოკუმენტაცია, სააპლიკაციო ფორმისა და შესაბამისი საბუთების მოწოდება სასურველია მოხდეს არაუგვიანეს 8 აპრილს, შემდეგ ელ-მისამართებზე: abaramia@mes.gov.ge და rjobava@mes.gov.ge
თანდართული ფაილი (foreign language programs) მოიცავს ყველა იმ პროგრამას (და ყველა საფეხურს) რომელიც 2015 წლის სექტემბერში იწყება. თუმცა, განხილულ იქნება მხოლოდ ის აპლიკაციები, რომლებიც „თანამშრომლობის პროგრამის“ თანახმად, კონკრეტულად საქართველოსთვის ხელმისაწვდომ აკადემიურ პროგრამებსა და სწავლების სფეროებს მოიცავს.