საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, დაეხმაროს მიიღოს სავალდებულო ზოგადი განათლება (9 კლასის ატესტატი).
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ
საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის (O&M) პროექტის შემუშავებას
ინიცირება გაუკეთეს. პროექტი სკოლებს საშუალებას მისცემს უკეთ მიხედონ ინფრასტრუქტურას, რაც აუცილებელი წინაპირობაა სასწავლო შედეგების გაუმჯობესებისთვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების ექიმებისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, გაფართოებული შეხვედრა-სემინარების ციკლი დაიწყო.