ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო განათლება
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ლია გიგაურმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების
განყოფილების უფროსმა კაიდო სირელიმ და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ
კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, დოქტორმა ჯანან ათილგანმა.