სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კვლავ პრიორიტეტულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და იგი მუდმივ რეჟიმში გრძელდება. დასრულდა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. სოფელს დღეს, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ეწვია და პირადად დაათვალიერა განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სოფელ ღარის საჯარო სკოლაში გამოიცვალა სახურავი, მოწესრიგდა სველი წერტილები, ელექტროობა, გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სკოლის ფასადი, მოეწყო სამედიცინო ოთახი, სკოლა აღიჭურვა ახალი ინვენტარით. მოკლე ხანში დასრულდება გათბობის სისტემის მოწყობა.
მთლიანად რაჭაში 15-მდე სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა სახის ფუნდამენტალური სარეაბილიტაციო სამუშაო. რამდენიმე სკოლაში ექიმის კაბინეტი მოეწყო. პროცესი გრძელდება და მალე რაჭის ყველა სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტების.