Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
26/06/2021

უსაფრთხოების სფეროში კვლევისა და სწავლების ხელშეწყობის მიზნით,  საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების  სამინისტროსა და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და ცენტრის უფროსმა გიორგი ვაშაკიძემ მოაწერეს.

25/06/2021

უმაღლესი განათლების საფეხურზე სატყეო განათლების გაძლიერების მიზნით, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს.

25/06/2021

ევროპული განათლების ფონდისა (ETF) და UNESCO-ს ორგანიზებით, თემაზე „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემების განვითარება: უნარები  მწვანე და ინკლუზიური საზოგადოებისთვის ციფრულ ეპოქაში“ საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა.

24/06/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

24/06/2021

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნება, რომელიც ევროკავშირის აღნიშნული ჩარჩო პროგრამის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა  წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, კერძოდ კი, რეგიონის საჭიროებებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება რიგით მეცხრე საგრანტო ოფისი საქართველოს მასშტაბით.

24/06/2021

პროფესიული უნარების სააგენტოს ეფექტიანი მართვისა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ გიორგი პერტაიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების რეფორმაში ჩართულ სპეციალისტებთან ერთად სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.

23/06/2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი აკადემიკოსის გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო

23/06/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა. მასთან ერთად, სამინისტრომ მუშაობა დაასრულა საბაზო საფეხურის იმ სახელმძღვანელოების შეფასებაზე, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს.

23/06/2021

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით აღჭურვილი და განახლებული იაპონური ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ მიიღეს მონაწილეობა.

22/06/2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ღვაწლმოსილი, ღირსების ორდენოსანი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N42 საჯარო სკოლის პედაგოგის ოლეგ კვეტენაძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს, კოლეგებს და მთლიანად სასკოლო საზოგადოებას.
22/06/2021
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, პროფესიულ განათლებაში სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდების დანერგვა-განვითარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, „პროფესიული მასწავლებლებისა და სტუდენტების მესამე ეროვნული კონფერენცია“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო. 
22/06/2021

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირებისა და განათლების სისტემაში ჩართვის მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

22/06/2021

კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობამ მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით შეფასებული 165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ მდგომარეობა ორი ადგილით გაიუმჯობესა და 56-ე პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით ჩვენი ქვეყანა 58-ე, ხოლო 2017 წელს – 66-ე პოზიციას იკავებდა.

21/06/2021
მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს „მეცნიერების კალენდარი – 2021“ იწყებს.
21/06/2021

მეცნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ განხორციელებას იწყებს. პროგრამა მოიცავს მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას, მათ შორის - სამეცნიერო თემატიკის კონკურსებს, მასტერკლასებს, გამოფენებს, ლექციებსა და სხვადასხვა სახის შემეცნებით და სახალისო აქტივობებს.

 


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >