Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
02/04/2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვის მატებას საყურადღებოდ მიიჩნევს და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში, ბუნებრივ გარემოში შეძლონ.
01/04/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“  Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) -  ფარგლებში, ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად, სპეცმასწავლებლებისთვის ახალი კურსები მომზადდა.

01/04/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში თომას მიულმანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და მასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების გზებზე იმსჯელა.

01/04/2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით „საქართველოს ფოსტა“ 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის რიგით მერვე საერთაშორისო კონკურსს გამართავს.
01/04/2021

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა პირველ სტუდენტებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.

31/03/2021

უმაღლესი იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც მინისტრებმა – მიხეილ ჩხენკელმა და გოჩა ლორთქიფანიძემ მოაწერეს ხელი.

31/03/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიმიტრი კარაბალის უმასპინძლა და მასთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები განიხილა.

31/03/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:

30/03/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივ პროექტ „ტელესკოლის“ ერთი წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, განათლების მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედ „ტელესკოლას“ უკავშირდება. ეს არის პროექტი, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები, სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამები.

30/03/2021

საქართველოს 7 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

30/03/2021
ტურიზმის სექტორში დუალური პროფესიული განათლების განვითარების პროექტის ფარგლებში, ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით „საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება პანდემიის პერიოდში და სამომავლო ტენდეციები“. 
29/03/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეობა მიიღო UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში, რომლის მთავარ მიზანს მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსის გავრცელებიდან ერთი წლის თავზე ქვეყნების მიერ განათლების უწყვეტობისა და ტრანსფორმაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლო გეგმების გაზიარება წარმოადგენდა.

29/03/2021

2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების მობილობის პირობები განისაზღვრა.

29/03/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ამჯერად მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებს ეწვია და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად პირადად შეაფასა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები.

28/03/2021

ნინო დოჯურიშვილი - „როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლება გამოწვევების წინაშე იდგა, საჭირო იყო კვალიფიციური კადრები. გადავწყვიტე, ამ განხრით გამეგრძელებინა სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე, გავმხდარიყავი ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და პოზიტიური გავლენა მქონოდა იმ ბავშვების ცხოვრებაზე, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.“


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >