საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თსუ-ს პროფესორის მაია ციციშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ქალბატონი მაიას ოჯახის წევრებსა და კოლეგებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა ღია წერილი გამოუგზავნა, რომელშიც უმაღლეს შეფასებას აძლევს მინისტრის ხელმძღვანელობით განათლების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე ორიენტირებულ რეფორმებს.
წელს პირველად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ხანგრძლივობა გაიზარდა და სასურველ პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ: www.vet.emis.ge.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა, წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თაობა, რომელიც ახალი გამოცდილებებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით გამორჩეულია, განსაკუთრებულ მომავალს შექმნის.
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს მუზეუმებში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლის მისაღები გამოცდებისთვის სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღებას განახორციელებს ელექტრონულად.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამინისტროს მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლების კუთხით განხორციელებული აქტივობები გააცნო და მათთან ერთად, სამომავლო პროექტები განიხილა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საზოგადოებას განათლების სისტემის ყველა მიმართულებით დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდისტანციური სწავლების ხარისხის ამაღლებისმიზნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე აგრძელებს მუშაობას. ამ მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე მინისტრმა მიხეილ ჩხენკლმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ისაუბრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.
განათლების სფეროს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, მეცნიერების მიმართულებითაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქართული მეცნიერების როლს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.