მსოფლიო რბენა, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 5 მაისს, 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეექვსედ გაიმართება.
განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან, ირინა აბულაძესთან და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან ზვიად გაბისონიასთან ერთად, საზოგადოებას მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
„2019 წელს საქართველო ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS-ში გაწევრიანდება,“- ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციისას განაცხადა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მეცნიერების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების წარდგენისას ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ხელმისაწვდომობას გაზრდის.
„ქართველი მეცნიერებისთვის ახალი რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „Georgian Science“ გამოიცემა,“ – ამის შესახებ დღეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაციაზე განაცხადა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა იმ სტუდენტებთან, რომლებიც უცხო ქვეყანაში სწავლობენ და სწავლის გაგრძელებას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გეგმავენ.
ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ანიმაციების კონკურსი - „გაცოცხლებული სურათები“. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს VII-XII კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კატეგორიაში გაიმარჯვეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს, დიდი ქართველი ხელბურთელის, მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავის ჯემალ ცერცვაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს. ქართული და მსოფლიო ხელბურთის მაესტრო, „ხელბურთის პელედ“ წოდებული ჯემალ ცერცვაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეფასების ახალი სისტემის შექმნასა და დანერგვას გულისხმობს. შეფასების ახალ მოდელზე მუშაობა ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.
28 იანვარს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა სემინარი სახელწოდებით "21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა". ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ბარტოლიმ და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გახსნეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზვიად როსტომაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მორიგი საჯარო სკოლა ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში გახსნა.