Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
26/08/2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის  ვიცე-პრეზიდენტს სინტია ჰუგერს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ სტუმარს სამინისტროს ახალი ხედვა და განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
23/08/2018
საქართველოში ვერდის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. ხელშეკრულება სამწლიან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, პარმის (იტალია) ოპერის თეატრთან გაფორმდა, რომელიც ვერდის საერთაშორისო ფესტივალის ლიცენზიის ერთადერთი მფლობელია.
23/08/2018
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ სამეცნიერო და ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები მოინახულა, მოსწავლეებს შეხვდა და ნორჩ გამომგონებელთა ნამუშევრებს  გაეცნო.

22/08/2018
22 აგვისტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალთან - „ღამის სერენადებთან“ დაკავშირებით.
22/08/2018
მედლებით დაბრუნდნენ საქართველოს  ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები  ცენტრალური ევროპის ქვეყნების (CEOI) 25-ე სასწავლო ოლიმპიადიდან ინფორმატიკაში, რომელიც    ქალაქ ვარშავაში ჩატარდა.
22/08/2018
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მისმა მოადგილე ირინა აბულაძემ განათლების სფეროს ექსპერტებთან განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები და მათზე მუშაობის გეგმა განიხილეს.
21/08/2018
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - გერმანიის გრან პრიზე -  2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
21/08/2018
2018 წლის 9 ოქტომბერს იხსნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა (Frankfurter Buchmesse), რომელზეც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
21/08/2018
სამწუხაროა, რომ სტუდენტების აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, შეხვედრას არ ესწრებოდნენ აბიტურიენტები, რომლებმაც წელს აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი და  ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებათ. შესაბამისად, დისკუსიის საგანი არა მათთვის შეუფერხებელი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა, არამედ შავი ზღვის უნივერსიტეტის ფინანსური დავალიანება გახდა. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეების კითხვები და მოთხოვნები მეტწილად ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლას და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტისათვის ფინანსური დავალიანების მოხსნას ეხებოდა.
20/08/2018
24-26 აგვისტოს, ფრანკფურტის რივერ ბენქის ფესტივალზე, რომელსაც ყოველწლიურად 3 მილიონი ტურისტი სტუმრობს, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
20/08/2018
მეცნიერების პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები - ამ საკითხებზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, გიორგი კვესიტაძესთან და ცნობილ ქართველ მეცნიერებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
20/08/2018

საქართველოს ხელოვნების სასახლეში ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის - „ანბანი, როგორც ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველიუძრვებოდნენ.

20/08/2018

ქუთაისში საზეიმოდ დაიხურა “რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი”, სადაც ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სკოლების 1500 მოსწავლე დასვენებასთან ერთად,  ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნო.

 

17/08/2018
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მისმა მოადგილე ირინა აბულაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ მერსი ტემბონთან შეხვედრისას განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
16/08/2018
განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილე, ირინე აბულაძემ აზიის განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორ, იეშინ ელჰან-კაიალართან შეხვედრისას განიხილეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >