19 სექტემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცხრე, მუდმივი პრეზიდენტი, ადელა დე ლა ტორე და ამერიკელი პროფესორების დელეგაცია ეწვია.
უმაღლესი განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მუშაობა გრძელდება. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე, ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების დახვეწაზე იმსჯელა.
18 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით და მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად.
17 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან (HCNM) ლამბერტო ზანიერთან.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი ახლად აშენებულ სკოლაში დაიწყეს. ახალი სკოლის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე დაესწრო და პირადად მიულოცა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს და მშობლებს თბილისის 150-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა. 150-ე სკოლა ერთ-ერთია იმ საჯარო სკოლებს შორის, სადაც მინისტრის მიერ ინიცირებული სწავლების ახალი მოდელი საპილოტე რეჟიმში დაინერგება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის პრეზენტაცია წარადგინა.
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვის ერთ-ერთი დასკვნითი ღონისძიება თბილისში გაიმართა. სამუშაო შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზმა უმასპინძლა. კანონპროექტის შესახებ საჯარო კონსულტაციები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით იმართება.
განათლების ციფრულ ტრანსფორმაციასა და საგანმანათლებლო სისტემაში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის საკითხებს ეძღვნება ორდღიანი სემინარი, რომელიც კომპანია „მაიქროსოფთ საქართველო“-ს ორგანიზებით მიმდინარეობს. ტექნოლოგიების მიმართულების გაძლიერება და მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
13 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ საქართველოში, ქართული კულტურის გაცნობის მიზნით მყოფი გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფს უმასპინძლა. შეხვედრას გერმიანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი ესწრებოდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებული ბოლო საზაფხულო ბანაკი ანაკლიაში, საზეიმოდ დაიხურა. „მომავლის ბანაკში“ წელს 3 000-მა მოსწავლემ დაისვენა. სულ ზაფხულის განმავლობაში, ექვსმა ახალგაზრდულმა ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10 000-მდე მოსწავლეს უმასპინძლა.
12 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის: სანაპიროს ქ. #4) ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა.