Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
15/03/2018
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და „სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ თანამშრომლობით ჟურნალი “სკოლის მართვა” გამოიცა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. 
15/03/2018
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, საქართველოში პირველი, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულების უმაღლესი პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება. განახლებული პროფესიული პროგრამების დანერგვისა და შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით, თელავის უნივერსიტეტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის მინისტრები, კახეთის რეგიონის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ეწვივნენ. 
15/03/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ევროკავშირის ელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული საგრანტო პროექტების შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გახსნეს.

14/03/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.

14/03/2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროსა და ფონდ INNOVE-სთან საქართველოსა და ესტონეთის მთავრობებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
13/03/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტთან ელგუჯა მელაძესთან ერთად, საერთაშორისო კონფერენცია „გამოცდილება პროფესიულ განათლებაში“ გახსნა.

12/03/2018

ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავების შესაბამისად, ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლებისთვის საბაზო საფეხურის საათობრივ ბადეში ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ: დაემატა ახალი საგანი, გაჩნდა არჩევითი საგნების ბლოკი, გაძლიერდა სამოქალაქო განათლებისა და მათემატიკის სწავლება, შეიცვალა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სწავლების ფორმატი მეშვიდე კლასში.

12/03/2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, „ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიციის“ მონაწილეებს შეხვდა. 
12/03/2018

მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების მიზნით, პროფესიულ კოლეჯში “იკაროსი“ სამზარეულო, საკონდიტრო და სერვირების მიმართულებით კონკურსი გაიმართა. კონკურში 11 სკოლის ის 32 მოსწავლე მონაწილეობდა, რობლებიც ჩართულნი იყვნენ შრომითი უნარების პროექტში.

09/03/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველომ ,,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან (GASW)“ თანამშრომლობით და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის (PIN) მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი - ,,სკოლაში ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სისტემის ხელშეწყობა“, რომლის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

08/03/2018
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი თანამშრომელ ქალბატონებს შეხვდა და 8 მარტი მიულოცა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მომავალი წარმატებები უსურვა. მიხეილ ჩხენკელმა ასევე ის ქალი თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებიც სამინისტროში 30 და მეტი წელია სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ და ერთგულად, მაღალ პროფესიონალურ დონეზე ასრულებენ მოვალეობებს.
07/03/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის" "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის" ფარგლებში.

07/03/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს ეროვნულ დონეზე ინფორმატიკის ოლიმპიადის განმხორციელებლი ორგანიზაციის შესარჩევად.

06/03/2018

ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლაში სწავლის დაფინანსების მიზნით, 2018-2019 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამა გამოცხადდა. სტიპენდია მოიცავს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB Diploma Programme) ორწლიანი პროგრამისა და განთავსების ხარჯების დაფინანსებას. ხელმისაწვდომია ოცდაათამდე სტიპენდია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი წევრი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართელო, სომხეთი, უკრაინა) წარმომადგენელი 16-17 წლის ახალგაზრდებისათვის.

05/03/2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >