პირველად საქართველოში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციის 3D ვიდეო-ინსტალაცია განხორციელდა.
რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ირინა აბულაძე და ნათია ზედგინიძე ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მათ განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.
დავით გარეჯის საკონსერვაციო მეთოდოლოგიასა და მართვის სამოქმედო გეგმას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ევროპა ნოსტრას, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მინისტრის მოადგილემ სენაკის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან გამართა სამუშაო შეხვედრა და ახალი ინიციატივები და სამომავლო გეგმები მათ პირადად გააცნო.
საქართველოს მასშტაბით მორიგი საჯარო სკოლის მშენებლობა ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერავოში დასრულდა. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. ახალი სკოლა რამდენიმე კვირაში შევა ექსპლუატაციაში.
ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში გახსნა.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კახეთის რეგიონის 332 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა. ღონისძიება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, „ილიაობის“ დღესასწაულზე გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსს აცხადდებს. 2018 წელს, კონკურსი VII, 2019 წელს საბაზოს VIII და IX კლასებზე, ხოლო 2020 წელს, ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მიმდინარე რევიზიის დასრულების შემდეგ, კონკურსი საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოებზე გამოცხადდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, უახლესი სტანდარტებით აშენებული თბილისის N100 სკოლა გახსნა და სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად თანამედროვე კაბინეტები, საბუნებიმეტველო საგნების ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი და სპორტული დარბაზი დაათვალიერა.
9 ნოემბერს, 18:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს ყურბან საიდის რომანის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს „ალი და ნინო“ წარადგენს. სპექტაკლი საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ სექტემბრის დასაწყისში წარმოდგენილი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა აქტიურ ფაზაში შედის. წინასწარი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და მიმდინარეობს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. როგორც ცნობილია, განათლების რეფორმა განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს.