Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
14/03/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორებისა და პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში  ის საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ (EU, UNDP, GIZ, MCA, ETF).

 

14/03/2017

„ახალციხის ციხეზე“ მეცხრე კლასის მოსწავლეებს, „თავისუფალი გაკვეთილების” ფარგლებში, სასწავლო ექსკურსია ჩაუტარდათ თემაზე - საქართველოს ისტორია და სამცხე–ჯავახეთი. მოსწავლეებმა, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ოთხი საჯარო სკოლიდან იყვნენ, ციხესთან ერთად, სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმიც დაათვალიერეს. ღონისძიების შემდეგ, მოსწავლეებს შეხვდა და მათი შეფასებები მოისმინა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

13/03/2017
პროგრამის „ჰორიზონტი 2020“  საინფორმაციო დღეების ციკლის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  პროგრამის ჯანმრთელობის მიმართულების საინფორმაციო დღე გაიმართა, რომელშიც   მონაწილეობა საქართველოში მედიცინის სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს.  
13/03/2017
მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, დაბა ბაკურიანში სასკოლო არდადეგებზე მყოფი 300 მოსწავლე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მოინახულა. მინისტრი მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ რამდენიმე სპორტულ ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.
13/03/2017

საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში წარმატებით მიმდინარეობს დუალური განათლების -  პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა. ამ თემას მიეძღვნა სემინარი  „დუალური პროფესიული განათლება საქართველოში - განვითარების უახლოესი ტენდენციები და პერსპექტივები“.

10/03/2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მონაწილეობა მიიღო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულ კომპანიების დაჯილდოების ცერემონიაში.
10/03/2017

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ინტერვიუებისა და რეპორტაჟების კონკურსი ჩატარდა, ილუსტრაციებისა და ესეების კონკურსები გაიმართა შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად. 

09/03/2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ „სასკოლო კონკურსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს ინფორმატიკაში ეროვნული ტურნირის განმხორციელებლი ორგანიზაციის შესარჩევად.
09/03/2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს, სკოლებში საგაზაფხულო არდადაგები აღდგა. 
09/03/2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ახორციელებენ ერთობლივ პროექტს „შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი“.
07/03/2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ა.წ. 10 მარტს, 15:00 სთ.-ზე შეხვედრაზე იწვევს დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებულ პირებს - ავტორებს „ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ (ბრძანება N40/ნ, 18.05.2016წ.) განხორციელებული და სახელმძღვანელოების მაკეტის რეცენზირებაში დაგეგმილი სიახლეების გასაცნობად, ასევე, შესაბამისი ტრენინგებისა და საკონსულტაციო შეხვედრების დასაგეგმად.
07/03/2017

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიისა და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სკოლის 70-მდე მოსწავლეს შეხვდნენ. სტუდენტებმა მოსწავლეებს ის ქიმიური ექსპერიმენტები და ტექნოლოგიურ-შემეცნებითი თამაშები გააცნეს, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლისას გამოიყენება. 

07/03/2017

ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული  ტრადიციული შეხვედრა- Business Luncheon ამჯერად,  განათლების სფეროსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის თემას დაეთმო. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო. მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გავუსვი კერძო სექტორის  როლს პროფესიული განათლების რეფორმაში, საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში. 

06/03/2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი საპილოტე რეჯიმში მიმდინარეობს, სწორედ ამ სიახლეებზე სასაუბროდ  და მათი დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ზუგდიდის საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრები სკოლის წარმომადგენლებთან ყველა რეგიონში მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. 

03/03/2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მშობელთა კლუბების წევრ, აქტიურ მშობლებს შეხვდა, დედის დღე პირადად მიულოცა.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >