Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
05/02/2015

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ინიციატივით, „საქართველოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის შენარჩუნებისა და სწავლების მდგომარეობის“ თაობაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

04/02/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების კოორდინატორმა საქართველოში ევა პასტრანამ კონკურსის „მე-ომბუდსმენი 2014“  გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს.
03/02/2015

ბოლო წლებში კერძო სექტორის აქტიურმა ჩართულობამ პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პროცესში, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოთხოვნადი პროფესიების პროგრამულ დახვეწა/განვითარებას და სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვას. სახელმწიფო კოლეჯებში ამოქმედდა უახლესი ტექნოლოგიური ლაბორატორიები და სასწავლო სახელოსნოები. მოსახლეობას და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კი, საშუალება აქვს მიიღოს უფასო განათლება, დაეუფლოს პროფესიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დასაქმდეს.

02/02/2015
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგებმა და ექიმებმა, სასკოლო სწავლების დაწყების ასაკთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, რომელზედაც მოწვეულნი იყვნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები და ყველა დაინტერესებული პირი. შეხვედრის მიზანი იყო ყველა მხარეს სასკოლო ასაკთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია სპეციალისტებისაგან მიეღოთ.
01/02/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი პროფესიულ სასწავლებელ ,,მერმისს“ ეწვია, სადაც 42 სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირი სწავლობს. ვიზიტის მიზანი იყო სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება და იმ სერვისების მონახულება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროფესიულ სასწავლებლებში.
31/01/2015
სახელმწიფო კომისიის წევრებმა ზოგადი განათლების კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე მუშაობა დაასრულეს. აღნიშნული დოკუმენტები არეგულირებენ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფუნქციონირებას და განსაზღვრავენ მასწავლებლებისთვის სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელ გზებსა და საშუალებებს, სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალს, კრედიტქულების განაწილების პრინციპებსა და გაანგარიშების წესს, მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და კრედიტქულების დაგროვების ვადებს.
31/01/2015
თენგიზ აბულაძეს 91 წლისთავთან დაკავშირებით, კინოთეატრ „ამირანში“ პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, პროექტში მონაწილე ბავშვები რეგიონებიდან, სკოლების წარმომადგენლები და კინოსპეციალისტები დაესწრნენ.
30/01/2015
მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების მიზნით, ახალი საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამები ამოქმედდება. პროგრამები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემაზე დაყრდნობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივესიტეტების მეცნიერთა ჯგუფისა და განათლების ექსპერტების მიერ მომზადდა.
29/01/2015
განათლების ხარისხის ამაღლებისათვის მასწავლებლების კომპეტენციების უწყვეტი განვითარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია როგორც სახელმწიფო ისე, კერძო საგანმანათლებლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამუშაო შეხვედრა  გამართა კერძო სკოლების წარმომადგენლებთან.
28/01/2015
2013-2014 სასწავლო წელს  საჯარო სკოლის სივრცეში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასები გაიხსნა. კლასები აღჭურვილია  შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსებით, თვალსჩინოებითა და ინვენტარით. ინტეგრირებულ კლასში მუშაობს შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, დამხმარე სპეციალისტი (ძიძა).  სასწავლო პროგრამა მორგებულია თითოელი ბავშვის საჭიროებებს.
27/01/2015
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მარეგულირებელ დოკუმენტებზე მომუშავე სახელმწიფო კომისია ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. რიგ დოკუმენტებში (მასწავლებლის შეფასების წესი; მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესი; მოქმედი მასწავლებლებისათვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების   მინიჭების წესი) კომისიის წევრებმა უკვე შეიტანეს ცვლილებები.
27/01/2015
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში, სადაც განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ჩავიდნენ და განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ.
23/01/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების  ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.
23/01/2015
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge. 2014-2015 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყება  23 იანვარს და 5 თებერვლის 18:30 საათამდე გაგრძელდება.
23/01/2015
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერითა და ორგანიზებით, განათლების სისტემის თანამშრომელთა ტრენინგი და საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხები განიხილეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478  479  480  481  482  483  484  485  486  487  488  489  490  491  492  493  494  495  496  497  498  499  500  501  502  503  504  505   >