Facebook Twitter Youtube Flikr
სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირება
16/05/2019

გაცნობებთ, რომ საავტორო უფლების მფლობელთა მიერ გარანტორისათვის ფასდაკლების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვადა განისაზღვრა მიმდინარე წლის 21 მაისი, 12:00 სთ-ის შემდეგ.

25/04/2019
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის მე-7 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირების მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა ყველა დაინტერესებულ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატთან.
27/03/2019

ყურადღება! განხორციელდა ცვლილება (ბრძანება N387, 27.03.2019წ) სახელმძღვანლოების/სერიების გრიფირების ვადებში.

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადის რეგისტრაციისა და სხვა ვადები (დანართი N2, ბრძანება N390, 02.11.2018) კოდიფიცირებული სახით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

12/03/2019

ყურადღება! განხორციელდა ცვლილება (ბრძანება N292, 12.03.2019წ) სახელმძღვანლოების/სერიების გრიფირების ვადებში.

„ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადის რეგისტრაციისა და სხვა ვადები“ კოდიფიცირებული სახით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

07/02/2019

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლ.) ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების რეცენზირების მიზნით გამოცხადდა რეცენზენტთა შესარჩევი კონკურსი.

31/12/2018

ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების მიზნებისათვის დამტკიცდა „ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები“ (ბრძანება N768, 31.12.2018წ).

29/11/2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მინისტრის მიმდინარე წლის 2 ნოემბრის N390 ბრძანებით გამოცხადებული გრიფირების მიზნებისათვის, აგრძელებს საკონსულტაციო შეხვედრებს დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის საგნების სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების პოტენციურ ავტორებთან სახელმძღვანელოს მაკეტის ამავე საგნის სტანდარტთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც გეძლევათ შესაძლებლობა გაეცნოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ სიახლეებს, მოისმინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ შესაბამისი პასუხები სპეციალისტებისაგან.

22/11/2018
დაინტერესებულ პირებს, გრიფირების პროცესთან დაკავშირებული შეკითხვებით, შეუძლიათ მოგვმართონ საამისოდ ამოქმედებულ ცხელ ხაზზე - 599798976, რომელიც აქტიურია სამუშაო დღეებში 12:00-დან 16:00 საათამდე.
02/11/2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს (ბრძანება N390, 02.11.2018წ) გრიფირებას ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VII კლასისა და დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე.
01/11/2018
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესში“ განხორციელდა გარკვეული ცვლილებები (იხ. ბრძანება N46/ნ, 01.11.2018 წ), რომლებიც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოზე/სერიაზე გრიფირების გამოცხადების, უფლებამოსილებების გამიჯვნის, შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირების პროცესის წარმართვისა და სხვა საკითხებს.
03/09/2018

I-VI კლასების სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის/სერიებისათვის გრიფის მინიჭების მეოთხე ეტაპზე გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები/სერია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

21/08/2018
I-VI კლასების სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის/სერიებისათვის გრიფის მინიჭების მესამე ეტაპზე გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები/სერია შეგიძლიათ იხილოთ აქ
20/08/2018
მიმდინარე გრიფირების პროცესში წარმოდგენილ I-VI კლასების ცალკეულ სასკოლო სახელმძღვანელოებს/სერიებს უარი ეთქვათ გრიფის მინიჭებაზე, რომელთა ნუსხა, სახელმძღვანელოს ID-ს მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
15/08/2018
მიმდინარე გრიფირების პროცესში წარმოდგენილ I-VI კლასების ცალკეულ სასკოლო სახელმძღვანელოებს/სერიებს უარი ეთქვათ გრიფის მინიჭებაზე. სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების შესაბამისი ნუსხა, სახელმძღვანელოს ID-ს მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
03/08/2018

განხორციელდა ცვლილებები ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმდინარე წლის 24 ივლისის N25 და პირველი აგვისტოს N56 ბრძანებებით განსაზღვრული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ნუსხაში.  


<   1  2  3  4  5   >