ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ახლადგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ დანართში წარმოდგენილია:
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირების პროცესი დასრულდა.
გაცნობებთ, რომ საავტორო უფლების მფლობელთა მიერ წარდგენილი ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება 20 ივნისს (შაბათს), 11:00 სთ.-ზე, გარანტორ ნინო ხოფერიას სანოტარო ბიუროში, მის.:თბილისი, ალ.ჭავჭავაძის ქ. N2 (ოპერის მოპირდაპირე მხარეს).
გაცნობებთ, რომ საავტორო უფლების მფლობელთა მიერ გარანტორისათვის ფასდაკლების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვადაა 30 აპრილი და პირველი მაისი 18:00 სთ-დან 20:00 სთ.-მდე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მინისტრის მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის N1222 ბრძანებით გამოცხადებული გრიფირების მიზნებისათვის, იწყებს საკონსულტაციო შეხვედრებს საბაზო საფეხურის VIII კლასის საგნების, ასევე, VII კლასისა და დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების პოტენციურ ავტორებთან სახელმძღვანელოს მაკეტის ამავე საგნის სტანდარტთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც გეძლევათ შესაძლებლობა გაეცნოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ სიახლეებს, მოისმინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ შესაბამისი პასუხები სპეციალისტებისგან.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს (ბრძანება N1222, 03.10.2019წ) გრიფირებას ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VIII კლასის საგნების, ასევე დაწყებითი საფეხურის და საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, დაინტერესებულ პირებთან, მართავს შეხვედრას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის VIII კლასის „მოქალაქეობის“ საგნის გადამუშავებული სტანდარტის პროექტის გასაცნობად შეხვედრაზე ვიწვევთ ამ საგნის VIII კლასის სახელმძღვანელოს პოტენციურ ავტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
გრიფირებაში მონაწილე ზოგიერთი ავტორ-გამომცემლობის წერილობითი მომართვის საფუძველზე, წარმოგიდგენთ მომართვაზე ხელმომწერთა მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების საბოლოო და შეწონილ ქულებს.
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირების პროცესი დასრულდა.
გაცნობებთ, რომ საავტორო უფლების მფლობელთა მიერ წარდგენილი ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება 22 ივნისს, 11:00 სთ.-დან, გარანტორ ნინო ხოფერიას სანოტარო ბიუროში, მის.:თბილისი, ალ.ჭავჭავაძის ქ. N2 (ოპერის მოპირდაპირე მხარეს).
გაცნობებთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების შერჩევის ვადა განსაზღვრულია 24 ივნისიდან - 7 ივლისის ჩათვლით.
ყურადღება! განხორციელდა ცვლილება (ბრძანება N718, 31.05.2019წ) სახელმძღვანლოების/სერიების გრიფირების ვადებში.