Facebook Twitter Youtube Flikr
სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირება
01/08/2018
I-VI კლასების სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის/სერიებისათვის გრიფის მინიჭების მეორე ეტაპზე გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
25/07/2018
დაიწყო I-VI კლასების სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის/სერიებისათვის გრიფის მინიჭების პროცესი. პირველ ეტაპზე გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
24/05/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს საკონსულტაციო შეხვედრებს საბაზო საფეხურის (VII-IX კლ.) სხვადასხვა საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებთან სახელმძღვანელოს მაკეტის ამავე საგნის სტანდარტთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც გეძლევათ შესაძლებლობა გაეცნოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ სიახლეებს, მოისმინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ შესაბამისი პასუხები სპეციალისტებისაგან.

26/04/2018

ყურადღება! განხორციელდა ცვლილება (ბრძანება N395, 25.04.2018 წ) სახელმძღვანლოების/სერიების გრიფირების ვადებში, კერძოდ:

  • რეცენზირებისა და გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა - არაუგვიანეს 2018 წლის 31 მაისი (ნაცვლად 7 მაისისა).

„ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადის რეგისტრაციისა და სხვა ვადები“ კოდიფიცირებული სახით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

05/04/2018

ყურადღება! განხორციელდა ცვლილება (ბრძანება N332, 04.04.2018 წ) სახელმძღვანლოების/სერიების გრიფირების ვადებში, კერძოდ:

  • შინაარსობრივი/ტექნიკური რეცენზირება/საჯარო განხილვა (მათ შორის რეცენზიების გაცნობა/მითითება-რეკომენდაციების ასახვა/კორექტურა/ავთენტურობის შემოწმება) დასრულდეს არაუგვიანეს 2018 წლის 22 აპრილისა (ნაცვლად 1 აპრილისა);
  • გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა - არაუგვიანეს 2018 წლის 7 მაისი (ნაცვლად 16 აპრილისა).
22/12/2017

შემუშავდა 2018-2024 წლების საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა (პროექტი).

VII-IX კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ დასახელებული პროექტის საჯარო განხილვაში, რაც გულისხმობს ნებისმიერი მსურველის ჩართულობის შესაძლებლობას საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის საბოლოო რედაქციით შემუშავების პროცესში.

10/11/2017
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესში“  განხორციელდა გარკვეული ცვლილებები (იხ. ბრძანება N184/ნ, 09.11.2017 წ), რომლებიც შეეხება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ნაბეჭდი ეგზემპლარების, გრიფირების საფასურის გადახდის ვალდებულების, შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირების პროცესის წარმართვისა და სხვა საკითხებს.
31/10/2017

ყურადღება! განხორციელდა ცვლილება (ბრძანება N964, 31.10.2017წ) სახელმძღვანლოების/სერიების გრიფირების ვადებში, კერძოდ:

  • სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების წარდგენა - მიმდინარე წლის 23 ოქტომბერი - 12 ნოემბერი (ნაცვლად 23-31 ოქტომბრისა. ეს ცვლილება არ ეხება მუსიკის საგნის V-VI კლასების სახელმძღვანელოებს/სერიების მაკეტების წარდგენის ვადას, რომელიც არის 16-20 დეკემბერი);
  • შინაარსობრივი/ტექნიკური რეცენზირება/საჯარო განხილვა (მათ შორის რეცენზიების გაცნობა/მითითებების ასახვა/კორექტურა/ავთენტურობის შემოწმება) - არაუგვიანეს 2018 წლის პირველი აპრილისა (ნაცვლად 25 მარტისა);
  • გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა - არაუგვიანეს 2018 წლის 16 აპრილი (ნაცვლად 10 აპრილისა).
02/10/2017

მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყო დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადების რეგისტრაცია.

პრაქტიკაში პირველად, განაცხადების რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით: www.grifireba.emis.ge. აღნიშნულის მიზანია სახელმძღვანელოების გრიფირების მართვის ელექტრონიზაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

26/09/2017
მიმდინარე წლის 29 სექტემბერს სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა გრიფირებაში მონაწილეობით დაინტერესებული პირებისთვის ატარებს ტრენინგს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის გამოყენების საკითხებზე.
26/09/2017
მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, 13:00 საათზე შედგება „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის” (G-PriEd) წარმომადგენლების შემაჯამებელი (დასკვნითი) შეხვედრა პოტენციურ ავტორებთან. მსმენელებს საშუალება ეძლევათ შეხვედრის ფარგლებში კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილონ სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში გამოკვეთილი საკითხები, იმსჯელონ მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღონ დამატებითი კონსულტაცია სპეციალისტებისაგან.
11/09/2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საავტორო უფლებათა ასოციაციასთან ერთად სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლებსა და პოტენციურ ავტორებს სთავაზობს გაფართოებულ საკონსულტაციო შეხვედრას სახელმძღვანელოს/მაკეტის კონსტრუირება-გავრცელებისას საავტორო უფლებებით სარგებლობის საკითებზე. შეხვედრა იმართება დაგეგმილი გრიფირების ფარგლებში. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები, მოიყვანონ კონკრეტული მაგალითები და მიიღონ ამომწურავი პასუხები დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისაგან.
18/08/2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწვევს სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებს დამატებით საკონსულტაციო შეხვედრაზე, დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება საგნების მიხედვით.
03/08/2017

განხორციელდა ცვლილება (ბრძანება N697, 03.08.2017წ) მუსიკის საგნის V-VI კლასელების სახელმძღვანლოების/სერიების  გრიფირების ვადებში, კერძოდ საბუთების წარდგენა - მიმდინარე წლის  1-7 დეკემბერი (ნაცვლად 2-15 ოქტომბრისა); სახელმძღვანელოს/სერიის  მაკეტების  წარდგენა -  მიმდინარე წლის 16-20 დეკემბერი (ნაცვლად 23-31 ოქტომბრისა);  ტექნიკური  რეცენზირების (მათ შორის რეცენზიების გაცნობა/მითითებების ასახვა/კორექტურა/ავთენტურობის  შემოწმება) დასრულება - არაუგვიანეს მიმდინარე წლის  31 დეკემბრი (ნაცვლად 19 ნოემბრისა).

ყურადღება! „ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადის რეგისტრაციისა და სხვა ვადები“ კოდიფიცირებული სახით შეგიძლიათ იხილოთ აქ

14/07/2017
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების მიზნებისათვის დამტკიცდა „ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები“

<   1  2  3  4  5   >