„შრომის უსაფრთხოების დესპანი“ – სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი პროექტი იწყება. პროექტში საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან. ისინი სამუშაო ადგილებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში მონაწილეობას შრომის ინსპექტორებთან ერთად მიიღებენ. შერჩეული სტუდენტები ცნობიერების ამაღლების პროცესში ჩართვამდე სპეციალურ მომზადებას გაივლიან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვას იწყებს, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზსა და სისტემაში დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება. აღნიშნული პროცესის მიზანია საქართველოს კვალიფიკაციების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, პროფესიული განათლების მოდერნიზაცია და საერთო ევროპულ სივრცეში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციების გადახედვის პროცესში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორი და დარგობრივი ასოციაციები.
იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ქუთაისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს პეტრ მიკისკას უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.
მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, პირველად საქართველოში აგრარული მეცნიერებების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეროვნული გამოფენა გაიმართება, რომელიც უფროსკლასელებს, სტუდენტებს, დოქტორანტებს, მკვლევრებსა თუ ამ სფეროს წარმომადგენლებს უახლესი კვლევითი მიღწევების გაცნობისა და ამ მიმართულებით სამეცნიერო კარიერის დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.
„ERASMUS+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიება ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი კონფერენცია დაფუძნდა და აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა.
გლდანის პროფესიულმა კოლეჯმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა, სადაც ოცდათხუთმეტმა ბიზნესკომპანიამ შრომის ბაზარზე აქტიური 500-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ნოტრ დამის უნივერსიტეტის (აშშ) მაგისტრს დევიდ მარშალს უმასპინძლა, რომელიც სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს სტუმრობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის, საგნის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა.
12 ივლისიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირს 25-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ საქართველო მასპინძლობს. ტურნირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 8-14 ივლისს გაიმართება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტურნირის გახსნის ღონისძიებაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით აქტიურად მუშაობს. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განათლების სისტემის სოციალურ მუშაკებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა სკოლებში სოციალური მუშაკების ორთვიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და სამუშაო პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე იმსჯელეს. შეხვედრაში მონაწილეობა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილმა მიიღო.
უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებთან მუშაობა თამარ ტაბიძისთვის ერთგვარი გამოწვევაა. სკოლაში ის არა მხოლოდ მასწავლებელი, „მოსწავლეცაა“ – ბავშვების დახმარებით ბრაილის შრიფტს სწავლობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი:
„მსურს, გულითადად მივულოცო 4 ივლისი – დამოუკიდებლობის დღე ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში!