Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
23/10/2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა. 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალაშენებული საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელგუჯა გოცირიძესთან ერთად მოინახულა.

22/10/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც ჰიბრიდული ფორმით მიმდინარეობს.

22/10/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ თბილისის 175-ე და 45-ე საჯარო სკოლები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.  

21/10/2020

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, KIU-ს საპატიო პრეზიდენტმა პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა.

21/10/2020
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და KIU-ს საპატიო პრეზიდენტმა. 
21/10/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსელების ფიცის დადების ცერემონიალში მიიღო მონაწილება. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ გახსნა.

20/10/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე და სიახლეებზე ისაუბრა.

18/10/2020

18-28 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე გაიმართება.

17/10/2020
პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მონაწილე მასწავლებლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სერტიფიკატები გადასცა და მათ პროექტის წარმატებით დასრულება პირადად მიულოცა.
16/10/2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა “Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში ჩართული მასწავლებლების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. 
16/10/2020

ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლას „ნიჭიერთა ათწლედში“ „ბავშვთა მუსიკალური აღზრდის ტრადიციას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

16/10/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, კორონავირუსის პირობებში სამინისტრო სკოლების მართვას, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის სრული დაცვით ახორციელებს.

15/10/2020

ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება 2020 წლის 19 ოქტომბრიდან დაიწყება.

15/10/2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოს დაცვისა და აგრარული განათლების შესახებ პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიება გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოში გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

14/10/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გამოცემული ორი კრებულის: „ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ“ და „დადიანების სასახლეების საგანძური“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.  


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >