განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ ამ დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სფეროში მოღვაწე ქალებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა თამარ ქიტიაშვილმა და ეკატერინე დგებუაძემ რესურსცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება დროებით გააიდო და 2020 წლის 06 და 07 მარტს აღარ ჩატარდება.
საქართველოს ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და პროფესიულ კოლეჯებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინკლუზიის შესახებ საერთაშორისო სემინარის "We Can Do It" მონაწილეებს უმასპინძლა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან საქართველოში – აღმასრულებელ დირექტორთან ნინო ოსიტაშვილთან და მრჩეველთან გაი დე ფონტგალანდთან. აღნიშნული ფონდი ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ალიანსის წევრი ორგანიზაციაა, რომლის მისიას სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანს მათი სამეცნიერო მიღწევების გაცნობა და საჭიროებების გამოკვეთა წარმოადგენდა.