საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემიის „ლიტერას” დაჯილდოება გაიმართა. რიგით მეხუთე საიუბილეო დაჯილდოებაზე გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ.
25-30 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რიგით მე-3 საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ ჩატარდება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფესტივალი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დაარსებული ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, დირიჟორი და მუსიკოლოგი შიო აბრახამია გახდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის ვირტუალური კონფერენციის „ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები“ პანელურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მონაწილეებმა მეცნიერების განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროსა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ერთობლივ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც პროფესიული განათლებისა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია. კონფიდენციალურმა ჟიურიმ ფინალისტები 6 ნომინაციაში დაასახელა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტებს სტუდენტური ID ბარათით სარგებლობისას სხვადასხვა სახის ფასდაკლების მიღებას სთავაზობს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წელი ახალაშენებულ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განაახლეს. 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან დავით ფარცვანიასთან ერთად მოინახულა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ევროკომისიაში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორთან ლოურენს მერედიტთან ერთად, მონაწილეობა მიიღო 2018-2020 წლის ტურინის პროცესის აღმოსავლეთ პარტნიორობის შემაჯამებელი რეგიონალური კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, სადაც განხილული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი წლების პრიორიტეტები და პასუხი გაეცა კონფერენციის მონაწილეების შეკითხვებს.