საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა. მაროკოს ქალაქ მარაქეშში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და როგორც ვაჟთა და გოგონათა, ასევე საერთო გუნდურ ჩათვლაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენი გუნდი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანია 4:1 დაამარცხეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: სანაპიროს ქ.#4) გაიმართა წიგნის „დედამიწიდან ვარსკვლავებამდე“ პრეზენტაცია. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი უძღვებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე ჰააგაში ევროპული სკოლის დირექტორს ფრანს ვან დე კერხოფს და სკოლის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
17 ოქტომბერს ჰააგაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ შეხვედრა გამართა საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის (IB) წარმომადგენლებთან.
ერევანში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის პრინციპები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე ორ ინსტიტუციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება გადაწყდა, რათა შემდგომში უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად მოხდეს მომიჯნავე თემების კოორდინაცია.
17-18 ოქტომბერს ერევანში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის - ENQA-ს ყოველწლიური გენერალური ასამბლეა იმართება, სადაც საქართველო, როგორც ასოცაციის წევრი ქვეყანა ოფიციალურად წარადგინეს.
პროექტის „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა იუნესკოს წარმომადგენლებთან და პროექტში ჩართულ ექსპერტებთან რეიკო იოშიდასთან, ლიდია ვარბანოვასთან, ნიკოლოზ ნადირაშვილთან, ასევე პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციის “შემოქმედებითი საქართველოს” წარმომადგენლებთან ვატო ურუშაძესა და ელენე თოიძესთან.
16-20 ოქტომბერს საქართველო 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია პროგრამით „FOLLOW THE JOURNEY OF GEORGIAN CHARACTERS“.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ბრიტანული სეზონი 2019-ის ფარგლებში, პირველად საქართველოში 15 და 16 ოქტომბერს შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმი ტარდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალურ დირექტორთან ზვიად გაბისონიასთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ პირადად გააცნო ის რეალური პერსპექტივები, რაც ქართულ სამეცნიერო წრეებს ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებით გაუჩნდება.
კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დოჰას კულტურულ ცენტრში მდებარე ამფითეატრმა უმასპინძლა. ორგანიზატორებმა მაყურებელს კატარის კულტურა წარუდგინეს და ქვეყნის ისტორია გააცოცხლეს.
პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება დაიწყო. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი გლდანი-ნაძალადევის 201 მეათეკლასელს გადაეცა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი, სპეციალური პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ წარადგინა, რომელიც მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას გულისხმობს.