ევროპული ხარისხის დანერგვისა და საქართველოს განათლების სისტემაში ამ მიზნით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, 22-25 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კუტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, რომელიც ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და ინსტიტუციების მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელს ლოურენს მერედიტს შეხვდა და საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში ევროპული სკოლის პროექტის და ევროპული მოდელის საჯარო სკოლებში დანერგვის საკითხები განიხილა.
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019“ გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო პიკნიკი თელავისა და ქუთაისის შემდეგ, ბათუმში გაიმართა.
21 სექტემბერს, თელავის დრამატულ თეატრში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი ცნობილი მევიოლინის კოლია ბლახერისა და საფესტივალო ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. კონცერტს არიელ ცუკერმანი დირიჟორობდა.
23 სექტემბერიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამასა და მნიშვნელოვან სიახლეებზე დღეს, ორბელიანის მოედანზე ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ისაუბრეს.
ახალი სასწავლი წლის დაწყებასთან ერთად, რეგიონის პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. განათლების მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე ამჯერად, თელაველ პედაგოგებს მე-4 საჯარო სკოლაში შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრის მოადგილე სკოლის ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებს გაესაუბრა.
თელავში, ისტორიული მუზეუმის ეზოში, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“-ის ფარგლებში, ,,სამეცნიერო პიკნიკი” გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე დაესწრო. პიკნიკის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში წარმოდგენილი იყო სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები და ვიქტორინები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთათვის. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტივობებში თავადაც მიეღოთ მონაწილეობა.
ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს. ევროპირველობის ტრიუმფატორებს წარმატებული ასპარეზობა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიულოცა.
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა.
„მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა. მასში უკვე არსებობს მილიონი ქართული წინადადება, რომელსაც ისეთივე გაზრდა სჭირდება, როგორც ჩვენს მოსწავლეებს“, – ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა, სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი, მარნეულის 1-ლი საჯარო სკოლის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალ სკოლაში სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სკოლა სამინისტროს ფინანსური დახმარებით აშენდა, რისთვის ბიუჯეტიდან 190 0000 ლარი გამოიყო.
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ქალაქ თბილისის მერმა კახი კალაძემ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
18 ივნისიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“, რომლის ფარგლებშიც შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში არაერთი ღონისძიება იმართება.