საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რუსთავის პროფესიული კოლეჯის „მოდუსი" რეაბილიტაცია დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების პირველადი ჩამონათვალი, რომლებიც უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ ხელმძღვანელთან სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრა გამართეს და განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე კომპლექსური რეფორმის დეტალებზე ისაუბრეს.
16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა გაბუნიასთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ, ზვიად როსტომაშვილთან ერთად, თბილისის 138-ე და 114-ე საჯარო სკოლაში დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და მშობლების და სკოლის პედაგოგების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
9 სექტემბერს, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული მენტორ-ინსტრუქტორთა ტრენინგი. ტრენინგს ჩაატერებნ DB Training, Learning &Consulting-ის დუალური სწავლების მეთოდოლოგიის გამოცდილი ტრენერები.
მიმდინარე წლის 18 ივნისიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება სსიპ „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გამართვა შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში .
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროპულ სამეცნიერი ინსტიტუციებთან - ESF-სა და Euroscience -თან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო.
8-იდან 22 სექტემბრამდე წინანდლის ისტორიულ მამულში წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება.
გამოცხადებულია სტაჟირება ევროპის საბჭოს პროგრამის კულტურული მარშრუტების სათაო ოფისში (ლუქსემბურგი).
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.coe.int/en/web/jobs/traineeships
28 აგვისტოს, ბრიუსელში, ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალურ დირექტორატში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, Euraxess-Georgia-ს კოორდინატორი ქეთევან გაბიტაშვილი შეხვდნენ ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორ აპოსტოლია კარამალის და EURAXESS Services Network-ის პოლიტიკის ოფიცერს, მიჰაელა-ელენა კოსტაჩის.
საქართველო მსოფლიოში ცნობილ ,,ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრთან“ (CERN) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა, 2019 წლის გამოცდების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.