საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ „EURAXESS“-ში გაწევრიანებასთან დაკავშრებით პრეზენტაცია „ახალი ნაბიჯი ევროპის სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ“ წარადგინეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროპული ინოვაციების საბჭოს პილოტის EIC Roadshow-ს ღონისძიება გაიმართა.
“დღეს ჩვენ უმნიშვნელოვანესი სპორტული და არა მხოლოდ სპორტული მოვლენის მოწმენი გავხდით, ევროპის 2021 წლის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნების ვინაობა მიუნხენში, კალათბურთის საერთაშორისო ასოციაცის ბორდის წევრებმა დაასახელეს და საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა ვისაც ეს უდიდესი პატივი ერგო! - განაცხადა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.
ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის ადაპტირებული „დედა ენის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნების მნიშვნელობაზე ესაუბრა და პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია სწორედ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში მოხდა, იქ სადაც მწერალმა 1875 წლის ზაფხულში დედაენის პირველ გამოცემაზე ხანგრძლივი მუშაობა დაასრულა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის მეორე დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, მე-7 სესიას უხელმძღვანელა, რომელიც ახალგაზრდა თაობის გაძლიერებასა და კულტურათა შორის კავშირების დამყარებას ეხებოდა.
საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის შემუშავების პროცესში ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელეს, მას მაღალი შეფასება მისცეს და სამინისტრო სპეციალური სერტიფიკატით დააჯილდოვეს.
ბათუმში, ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე დაესწრო.
10 ივლისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა სამეცნიერო ფორუმი – ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „ქართული ხელნაწერი “, რომელიც ხორციელდება ლუვენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.