„ინგლისურის ენის მართლწერის ნაციონალური კონკურსი“ (NESC-GE) ამერიკული პროექტის, “Spelling BEE”- ს ანალოგია და წელს უკვე მეხუთედ იმართება საქართველოში. მასში ჩართულნი არიან მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეები საქართველოს 12 რეგიონიდან.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, აშშ-ის სავაჭრო პალატასთან (American Chamber of Commerce) თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეაბილიტირებული ქიმიის ლაბორატორიების პრეზენტაცია გამართა.
პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სხდომას ესწრებოდნენ სოციალური პარტნიორები და კოლეგა სამინისტოროების წარმომადგენლები. სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობას აგრძელებს. დღეს შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ მოაწერეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის განხილას აგრძელებს. სამუშაო შეხვედრა ამჯერად, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
წარმომადგენლებთან გაიმართა.
კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ (GWP)“ ინიციატივით გამართული კამპანიის “დაზოგე წყალი” ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებს ეწვია და მათთან ერთად, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ნიკო კეცხოველის პრემია 2017-ისა და კონკურს „ფოტოსინთეზის“ ფინალური ტურის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მოსწავლეების მიწვევით, მარნეულის მე-2 საჯარო სკოლას ეწვია, ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა და ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, უპრეცედენტო საპილოტე პროექტი „აქტიური სპორტი ყველა სკოლას“ დაიწყო.
ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსი (CELA) საქართველოში ატარებს ორდღიან რეგიონულ კონფერენციას, სახელწოდებით, „ინოვაციების როლი XXI საუკუნის საქართველოში“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „თავისუფალი გაკვეთილების“ ახალი, მაშტაბური პროექტი დაიწყო, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს.