ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები, ბევრ წარმატებულ პროექტთან ერთად, ჩეხი კოლეგების ინკლუზიური განათლების მიმართ განსაკუთრებულ მიდგომებსა და მიღწეულ შედეგებსაც გაეცნენ.
პროგრამის - „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ინგლისურ, ფრანგულ და ჩინურენოვან მოხალისე მასწავლებლებს პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსებში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგებმა და სკოლის დირექტორებმა.