სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური პროექტის „ინტელექტის დღე 2016“-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?" პრეზიდენტმა გიორგი მოსიძემ წარუდგინეს.
2015-2016 სასწავლო წლიდან, განახლებული პროგრამით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 221 საჯარო სკოლაში დანერგვის ეტაპს გადის არჩევითი საგანი „მეწარმეობის საფუძვლები“. საგანი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებში სამეწარმეო, დაგეგმვისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, ასევე მოსწვალეებს ეხმარება არჩევანის გაკეთებაში თუ როგორ შეიძლება იდეა გადაიქცეს კონკრეტულ საქმიანობად, რომელმაც მას მომავალში შეიძლება მოუტანოს როგორც შემოსავალი ასევე, მისცეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების, თვითგამოხატვის, თვითდასაქმებისა და სხვების დასაქმების საშუალება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2016-2017 სასწავლო წლისათვის.
რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:
I ეტაპი: 2016 წელი, 4 აპრილი - 18 აპრილი
II ეტაპი: საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია. 2016 წელი, 4 მაისი - 25 მაისის ჩათვლით
III ეტაპი: 2016 წელი, 14 ივნისი - 30 ივნისის ჩათვლით
მარნეულის სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების გუნდებს შორის. 2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს 1200 სკოლის 5000-ზე მეტი გუნდი, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით.