საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა არასრულწლოვან
მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. მინისტრები #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ,
სასწავლო პროცესს დაესწრნენ, პედაგოგებს შეხვდნენ და დაწესებულების
ბიბლიოთეკა, ასევე, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ოთახი დაათვალიერეს.