Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
09/06/2015
თბილისის 147-ე საჯარო სკოლში საგანგებო სიტუაციების შტაბი შეიქმნა, რომელსაც სკოლის დირექციასთან და პედაგოგებთან ერთად, სკოლის მანდატური უხელმძღვანელებს. დღეს სკოლას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ და შტაბის წევრებთან ერთად, პრაქტიკული სწავლება განახორციელეს თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების უსაფრთხო ევაკუაცია საგანგებო სიტუაციების დროს (მაგ: ხანძარი, მიწისძვრა). სწავლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.
08/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესს.
08/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლების რეაბილიტაცია უწყეტად გრძელდება. ამჯერად, მინისტრი თამარ სანიკიძე მე-200 სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, სადაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ეზოს კეთილმოწყობა, საცხოვრებელი კორპუსისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია, პანდუსისა და სკოლაში შესასვლელი კარის მონტაჟი მიმდინარეობს.
04/06/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სისტემატიურად ატარებს საქართველოში არსებული სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან ინფორმაციულ, ანალიტიკურ შეხვედრებს. ამ მიზნით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
04/06/2015

იტალიის ქ. ტურინში ევროპული განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია "ერთად გავაუმჯობესოთ პრფესიული უნარები-ტურინის პროცესი 2015", რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ETF-ის პარტნიორი ქვეყნების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები დსა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები.

03/06/2015
გრძელდება მუშაობა მეცნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის კუთხით. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა იყო მიმდინარე პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საქართველოში არსებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პოტენციალის შესწავლა.
02/06/2015
სასტუმრო თბილისი მერიოტში სკოლის მოსწავლე გოგონების სამეცნიერო-საინოვაციო კონკურსის ფინალური ტური გაიმართა. 20-მა ფინალისტმა გოგონამ საინოვაციო პროექტის პრეზენტაცია გააკეთა. მათგან გამარჯვებული პროექტები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლენა და პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
01/06/2015
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას დაესწრო და ბავშვებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.
01/06/2015

ლიტერატურული პრემია "ამირანის" დაჯილდოების პირველი საზეიმო ცერემონია მეექვსე საავტორო სკოლაში გაიმართა. კონკურსის მიზანი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი პიროვნული და შემოქმედებითი წინსვლის მხარდაჭერაა. კონკურსში VII-XII კლასის მოსწავლეების ნამუშევრები სამ ნომინაციაში შეფასდა.

31/05/2015
დღეს, ქ. ქუთაისში, განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მთავრობის წევრებთან ერთად პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
30/05/2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მენეჯმენტის გუნდს შეხვდა. დელეგაცია საქართველოს კორპორაციის მეორე, 140 მილიონი დოლარის გრანტით ეწვია, კომპაქტით გათვალისწინებული საგანმანთლებლო პროექტების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით. 
29/05/2015
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) პროექტის - CMS მთავარი მენეჯერი პიერლუიჯი პაოლუჩი, რომელიც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის - CMS ფარგლებში ქართულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობას, ცერნის პროექტებში ჩართული ქართველი პროფესორებისა და სტუდენტების საქმიანობას და მომავალ ერთობლივ პროექტებს.
29/05/2015
ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბნი) წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა საქართველოში  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი დელეგაციის წევრებს, სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ხელმძღვანელებს, მათ შორის, ბირთვული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს ვიქტორ მატვეევს შეხვდნენ.
28/05/2015
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბნი) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. მათი მონაწილეობით დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.
28/05/2015
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი  ფრენსის გარი, რომელიც დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს შეხვდა. 

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >