საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა პროფესიული განათლების როლი მეწარმეობის განვითარებაში. ამ მიზნით, სამინისტრო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთად მუშაობს მეწარმეობის ახალ მოდულზე, რომელიც პროფესიულ სასწავლებლებში „ფაბლაბების“ (Fab Lab (Fabrication Laboratory) – სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების დაფუძნებას გულისხმობს.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, აცხადებს საქართველოს რეგიონებში, 2015 წლის ფაზის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის პირველ საერთაშორისო ტენდერს. აღნიშნული კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს.