საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2011-2012 წლების პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობის აუდიტი განახორციელა (მიმოიხილა 2013 წლის პირველი კვარტალი) და შესაბამისი დასკვნა 2013 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის „წერილი ჯარისკაცებს“ ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს 75 საჯარო სკოლის IV-V კლასის მოსწავლეებმა ავღანეთში მიმდინარე „ISAF”-ის ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებს მხარდაჭერის 700-ამდე წერილი გაუგზავნეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კომპანია „ჯინო ფერედაისსა“ და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ 5 საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „რობერტ ბოშს“ შორის პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ
საავადმყოფოში
ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი
შარვაშიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს
ეწვივნენ, პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც უახლოეს
მომავალში უნივერსიტეტის პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის, სასტუმროს ტიპის საერთო
საცხოვრებელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი თამარ
სანიკიძე და მინისტრის მოადგილეები საქართველოს მხარეების გუბერნატორებს შეხვდნენ და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში HMC და NCN პროექტებში გამარჯვებული კანდიდატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ კანდიდატებს, რომლებიც ბრიტანულ სკოლებში ერთწლიან კურსს გაივლიან, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სერტიფიკატები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა
და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია
მამულაშვილმა ეთნიკური უმცირესობებით
დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების 80-მდე
პედაგოგს, რომლებიც ჩართულნი
არიან პროგრამაში „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ სერტიფიკატები
გადასცეს.
"დედა
ენის" დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საგამოფენო–საგანმანათლებლო
პროექტის ‘’ჩემი დედა ენა“ პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახალ რეგიონულ სასწავლო ცენტრებს ხსნის და ანახლებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მომუშავე საჯარო მოხელეებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას.
ივანე იავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტურმა თვითმმართველობამ ნატოს კვირეულის ფარგლებში, ნატოს
მოდელირების პროექტი წარმოადგინა თემაზე ,,ნატო, უკრაინის კრიზისი და
საქართველოს ევროინტეგრაციის ბედი“.
ვ.კომაროვის თბილისის 199-ე საჯარო სკოლაში სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის “კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით” ფარგლებში, პროექტის „მდინარე მტკვრის დაბინძურების რიცხვითი მოდელირება“ პრეზენტაცია გაიმართა.