საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აბრეშუმის გზის მე-7
საერთაშორისო კონფერენციაში ”ევრაზიის ქვეყნების მდგრადი ეკონომიკური განვითარება:
გამოწვევები და პერსპექტივა” მიიღო მონაწილეობა.
”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”
პროგრამის მონაწილე უცხოელი პედაგოგები არასამთავრობო
ორგანიზაცია First Step Georgia-ს ცენტრს
ესტუმრნენ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მოინახულეს.
დღეს, 23 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები ისტორიის გამოცდით
გაგრძელდა. გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად კერძო სკოლა ”ოლიმპში” აკვირდებოდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლიტვის განათლების მინისტრს
გინტარას სტეპანავიჩუსს
შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მომავალ გეგმებზე იმსჯელეს და როგორც საქართველოს,
ასევე ლიტვის განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრეს.
საქართველოს
პარლამენტში თემაზე: “მხარი დაუჭირე თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოს”
ფოტოგამოფენა მოეწყო.
პარლამენტის წევრებთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად
ფოტოგამოფენასმინისტრის პირველი მოადგილე
კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სოციალური
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი რამაზ სულამანიძე სოციალურ საწარმო „Auto
Life“-ს
ესტუმრნენ და ის ახალგაზრდები მოინახულეს, რომლებიც საწარმოში სამუშაო პრაქტიკას
გადიან.
დღეს, 22 მაისს 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენის გამოცდით
გაგრძელდა. საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად რუსთავის №4 საჯარო
სკოლაში აკვირდებოდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია
მიმინოშვილმა და სამინისტროს განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსმა გიორგი გულუამ გამოცდების პირველი დღე
შეაჯამეს.
დღეიდან საქართველოს მასშტაბით მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას სახლიდან
გაუსვლელად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე, www.facebook.com/emis.ge,online რეჟიმში
შეგიძლიათ უყუროთ.
2011-2012
სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დილის 9 საათზე საქართველოს ყველა
სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. სკოლები ტექნიკურად გამართულია
და მზად არის გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად.
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,უსაფრთხო
სკოლა’’ მეორე დღეს 33 წარმატებული ქართველი მანდატური დაჯილდოვდა და ყველა მათგანი საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის
(NASRO) წევრი გახდა.
ბენეფიციარი მანდატურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მუშაობენ და
განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევიან.
საერთაშორისო კონფერენციის-,,უსაფრთხო
სკოლა” მონაწილე უცხოელი სტუმრები დღეს ბათუმის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. დაათვალიერეს
გონიოს ისტორიული ციხე-სიმაგრე,
პიაცა, მოინახულეს ახლი
მშენებლობები.
19-20 მაისს, ბათუმში საერთაშორისო
ეროვნული ასოციაცია (NASRO) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო
კონფერენციას მართავს. კონფერენციის - ,,უსაფრთხო სკოლა’’ მიზანია სასკოლო
უსაფრთხოების სფეროში საქართველოს გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაცნობა.
საატეტსტო გამოცდების წინ, 19 და 20 მაისს საატესტატო გამოცდებზე
დარეგისტრირებული ყველა მოსწავლისთვის პრეტესტი მიმდინარეობს. საქართველოს
1600-ზე მეტ სკოლაში პრეტესტი ორი დღის განმავლობაში 8 სესიად ჩატარდება.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აპრობაციას ყველა იმ საგანში გაივლიან,
რომლის ჩაბარებაც საატესტატო გამოცდებზე მოუწევთ.