თანამედროვე სტანდარტების ფოთის პოფესიულ კოლეჯში ,,ფაზისი’’ 7 მაისიდან
ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროექტის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტები
შეუდგნენ სწავლას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროგრამის
ფარგლებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით არაქართულენოვანი საჯარო
სკოლების პირველ კლასში ჩატარდა ეროვნული შეფასება ქართულ ენაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის მოსახლეობას შეხვდა და მათ
შეკითხვებს უპასუხა. ბათუმელ მოსახლეობას მინისტრთან
ყველაზე მეტი შეკითხვა მოახლოებულ საატესტატო, ერთიან ეროვნულ და მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებთან
დაკავშირებით ჰქონდათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში
გამარჯვებული 95 მოსწავლე ფულადი პრემიებითა და სიგელებით
დაასაჩუქრა.
სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული
გამოცდა ჩააბარეს. გამოცდა წელს მეორედ ჩატარდა და მასში 1600–ზე მეტი
სერტიფიცირებული პედაგოგი მონაწილეობდა.
მანდატურებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს. №179 საჯარო
სკოლის მოსწავლეები და მანდატურები ზაქარია
ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა მუზეუმში დიდი ქართველი
კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული
მასალები იხილეს.
2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს იწყება. საატესტატო
გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.
ყოველდღიურად სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნულ ბიუროს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობენ და ბიუროში
არსებულ მუშაობის პრინციპებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეცნობიან. ლაბორატორიებში მოსწავლეებისთვის საჩვენებელი ცდებიც ტარდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების
საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარებას
უზრუნველყოფს.
პროგრამაში ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”
მონაწილეობის მსურველთა ახალი ნაკადის რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია
2012 წლის 20 ივნისს დასრულდება. პედაგოგთა მორიგი ჯგუფი ეთნიკური
უმცირესობებით
დასახლებულ რეგიონებში 2012 წლის 10 სექტემბრიდან გაემგზავრებიან და
არაქართულენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან.
საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო ახალ სკოლას აშენებს. სკოლის მშენებლობას სამინისტროს
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ბაიბურთი და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქუჩის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ბეღურებს“ ესტუმრნენ.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის მასწავლებლის სახლში პედაგოგთა
ტრენინგები მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფიზიკასა და ქიმიაში საგნობრივი ტრენინგების
მიმდინარეობას გაეცნო.