თბილისის №126 საჯარო სკოლაში სრული
რეაბილიტაცია ხორციელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სარემონტო სამუშაოების
მიმდინარეობას გაეცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ”ქართული ენა მომავალი
წარმატებისთვის” მონაწილეთა მეორე ნაკადს შეხვდა. პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.
საქართველოს პრეზიდენტის
მიერ ინიცირებული ”კახეთის განვითარების პროექტის” ფარგლებში, გურჯაანის რაიონის სოფელ
კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯში ”აისი” კონფერენცია გაიმართა, რომელზეც კახეთში
ტურიზმის განვითარებისა და ამ პროცესში კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის მონაწილეობის
საკითხი განიხილეს.
მანდატურებმა
სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელები
მოინახულეს. ახალიწელი მანდატურებმა
მოზარდებთან ერთად გაატარეს. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს საახალწლო
საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა თბილისის 173-ე
საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს მაია ქემოკლიძეს შობა მიულოცა
და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა.
მანდატურებმა №200 საჯარო სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს, შობა
მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს. სკოლის
მოსწავლეებმა სტუმრებს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს და საახალწლო წარმოდგენაგამართეს .
პირველკლასელთა ცოდნის შემოწმების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინგლისურსა და
საინფორმაციო ტექნოლოგიებში ეროვნული შეფასება განახორციელა. პირველადი შედეგების თაობაზე მინისტრის
პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე პროგრამის
”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე, გარდაბნის რაიონის სოფელ
ყარაჯალის საჯარო სკოლის ქართული ენის მოხალისე მასწავლებელს თეონა აბულაძეს
ოჯახში ეწვივნენ და ახალი წელი პირადად მიულოცეს.
საგარეჯოს რაიონის
სოფელ გიორგიწმინდას საჯარო სკოლის უცხოელ მოხალისე მასწავლებელს ბრიტანი
თოლარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
სახლში ეწვია და ახალი წელი პირადად მიულოცა.
დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის
აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს უმასპინძლა. საგანგებოდ მათთვის
საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა, ბავშვების მხიარულ განწყობაზე
ბასტი-ბუბუს მსახიობები და ანიმატორები ზრუნავდნენ, ბავშვებმა ბევრი
საჩუქარიც მიიღეს. საახალწლო ზეიმში სხვადასხვა ასაკის 120 ბავშვი
მონაწილეობდა საქართველოს ყველა კუთხიდან.
თბილისის №10 საჯარო სკოლის, სოციალურად დაუცველ,
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს გიორგი
ბერძენიშვილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახლში
ეწვია და ახალი წელი
მიულოცა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი ტრადიციულად
საახალწლოდ განსაკუთრებული
საჭიროების მქონე მოსწავლეთა №200 სკოლა-პანსიონის
აღსაზრდელებს ეწვია. პოპულარულ
წამყვანთან დუტა
სხირტლაძესთან ერთად მინისტრმა მოზარდებს საახალწლო საჩუქრები და
ტკბილეული მიუტანა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები,
კერძო და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა.