საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იენის
ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის რექტორს კლაუს დიკს და უნივერსიტეტის სხვა
წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში
მიმდინარე სიახლეებს
საქართველოს პრეზიდენტმა, განათლებისა და
მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ათ სტუნდეტს საკუთარ ვენახში უმასპინძლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი
2011-2012
სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში
მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ
კითხვებს უპასუხა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრმა შაშკინმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული გნვითარების
ეროვნული
ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე
რამდენიმე
დღით ადრე საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით
საქართველოს ყველა რეგიონის 200-მდე
პედაგოგს შეხვდნენ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დიდი ქართველი
მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” წლიური ანგარიში წარუდგინა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან
დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა
მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა
არჩილ გეგენავამ მთაწმინდის რაიონის 40–მდე მრავალშვილიან ოჯახს
საჩუქრად
სასკოლო სახელმძღვანელოები და კლასგარეშე ლიტერატურა გადასცეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ფოთში ახლადრეაბილიტირებული პოფესიული კოლეჯი ,,ფაზისი’’ გახსნა. კოლეჯის სრული რეაბილიტაცია 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო. გარემონტდა კოლეჯის სასწავლო კორპუსი და განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კომპანია ”ჯეოსელი” ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სტუდენტურ აქციას
იწყებს. აქციის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში არსებულ აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტები ჯეოსელ-კონექტს
სპეციალურ ფასად შეიძენენ
ახალი სასწავლო წლიდან ყველა მოქმედი მანდატური სკოლებში სხვადასხვა სახის დარღვევების აღრიცხვის ფურცელს ელექტრონულად შეავსებს. დარღვევის თითოეული ფაქტი კომპიუტერში დაფიქსირდება და სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ელექტრონულად გადაეცემა.
2011 წლის 6 სექტემბრამდე საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროში წარმოდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება
მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ
შორის პირველკლასელების) ჩარიცხვას,
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი მენტორ მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს იწყებს. ამ თემასთან დაკავშირებით,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა
გია მამულაშვილმა ბრიფინგი გამართეს.
მინისტრის 12 ივლისის N453 ბრძანების საფუძველზე, პირი, რომელიც სკოლის
გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდა ან ვერ მიიღო სრული ატესტატის მოპოვებისთვის
საჭირო საგნებში დადებითი შეფასება და სურს სწავლა განაგრძოს უცხო ქვეყნის უმაღლეს
საგანამანათლებლო დაწესებულებაში, ეძლევა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
სამთავრობო
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ყველა კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეს
სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს. ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო სახელმძღვანელოები პირადად გადასცა.