ხაშურის
რაიონის 4 სოფელს დღეიდან სკოლის ავტობუსი
მოემსახურება. ხცისში, კრისხევში, მიწობსა და ოსიაურში მცხოვრები ბავშვები წლების განმავლობაში სოფელ ქცისის საჯარო
სკოლაში ფეხით დადიოდნენ.
საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსის
”ლეონარდო და ვინჩი 2012” დასკვნითი ტური გაიმართა. ყველაზე ინოვაციური ნამუშევრები
ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გამოიფინა.
გლდანში
თანამედროვე სტანდარტების პროფესიული
კოლეჯი გაიხსნა. კოლეჯი საქართველოს
პრეზიდენტის ინიციატივით აშენდა და მის ფუნქციონირებას პატრონაჟს მიხეილ სააკაშვილი გაუწევს.
მასწავლებლის სახლი
პედაგოგებს ახალ მომსახურებას, Skype კონსულტაციას სთავაზობს. კონსულტაციის
მიმდინარეობას დღეს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი დაესწრნენ.
პირველად საქართველოში მშობლისა
და აღმზრდელის წიგნი ,,თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის” გამოიცა.
დღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში ახალი საგამოცდო მოდელის 8+1 პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ერთიანი
საგამოცდო პროგრამა ფარავს ერთდროულად ორ დონეს ატესტატის მიმღებთა და
აბიტურიენტთა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ახალი ტექნოლოგიური
უნივერსიტეტი გახსნეს. პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი დაარსდა მიზნად ისახავს
საქართველოში საინჟინრო, ტექნოლოგიური, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული
მეცნიერებების დარგებში კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტის დაძლევას და ამ
სფეროების მიმართ სტუდენტების დაიტერესებას.
ხაშურის
რაიონის 3 სოფელს დღეიდან ახალი სკოლის ავტობუსი მოემსახურება. პატარა ფლევში, ტკოცასა
და ნაცარგორაში მცხოვრები ბავშვები წლების განმავლობაში სოფელ დიდი ფლევის საჯარო სკოლაში
ფეხით დადიოდნენ.
ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლა აშენდება. დღეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი
ჩახნაშვილმა პირადად დაათვალიერა ადგილი, სადაც ახალი სკოლის მშენებლობა
დაიწყო.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ’’ თანახმად მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს
წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო საიუბილეო სამეცნიერო
კონფერენცია “21-ე საუკუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების
ძირითადი პარადიგმები“ გაიხსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის
განვითარების
სააგენტომ ხაშურის №1 და №6 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
2012-2013 სასწავლო წლისათვის
საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა და ასობით სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დღეს,
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ჩიბათში ახალი სკოლა მოინახულა
და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი სკოლების მშენებლობას იწყებს. დღეს, ახალი სკოლის მშენებლობას იმერეთის რეგიონში ჩაეყარა საფუძველი. ვანის
რაიონის სოფელ ზემოვანში თანამედროვე სკოლა 2013 წელს ამოქმედდება.
საქართველოს
მასშტაბით 2082 საჯარო სკოლაში 2012-2013 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი
სასწავლო წლისათვის საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ახალი სკოლა
აშენდა და ასობით სკოლას რეაბილიტაცია
ჩაუტარდა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორი ახალი
სკოლა
კახეთის რეგიონის სოფლებში ერისიმედსა და შიბლიანში გახსნა.