”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში ორგანიზებული ”წითელი ყაყაჩოს” აქცია გრძელდება და მას 51-ე საჯარო სკოლის
მოსწავლეები შეუერთდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილის ირინე ქურდაძის
განცხადებით, XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ
ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1921 წლის 25 თებერვალს
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სასკოლო პროექტების კონკურსს -
”საქართველოს ოკუპაციის ეპიზოდები 1921 წლიდან დღემდე” ატარებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ”განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის” (EMIS) ახლადშექმნილი სსიპ-ის სტრუქტურისა და
არსებული და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
”კავკასიის უნივერსიტეტის” 450 პირველკურსელს “თიბისი ბანკის” სათაო
ოფისის საპრეზენტაციო დარბაზში, საზეიმო ვითარებაში ნეთბუქები გადაეცათ.
კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხული ყველა პირველკურსელი ამ საჩუქარს უკვე
მეოთხე წელია ტრადიციულად იღებს.
”ოკუპაციის კვირეულის” ფარგლებში, რუსეთთან ომში დაღუპული გმირების
მოსაგონრად ”წითელი ყაყაჩოს” აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში მოსწავლეები
წითელ ყაყაჩოს დაიბნევენ და ამით პატივს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ
გმირებს მიაგებენ.
მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი
ტრენინგები მიმდინარეობს. პედაგოგებს ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა იმ
საგანში უტარდებათ, რომლებშიც მათ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად თებერვლის
მეორე ნახევარში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ
ღონისძიებებს ახორციელებს. კვირეულის მიზანია მოსწავლეებს მაქსიმალური
ინფორმაცია მიაწოდოს 1921, 2008 წ/წ-ში რუსეთის მიერ განხორციელებულ
აგრესიაზე.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა
საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” სახელმწიფო
უწყებები ერთვებიან.
პროფესიულ სასწავლებელ „იკაროსში“ №198 სკოლის სპეციალური საჭიროების მქონე
ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა
სახის ნამუშევრები, თიხისა და თექისაგან დამზადებული სამკაულები, სათამაშოები,
ნახატები, საეკლესიო ნივთები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე
მოსწავლეს შორენა გიგაშვილს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, კონგრესებს, ფორუმებს, სიმპოზიუმებსა და
სემინარებს დააფინანსებს. დასაფინანსებელი
პროექტები სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო
გრანტების კონკურსის შედეგად გამოვლინდება.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა,
რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების
წახალისებას გულისხმობს გრძელდება.
მოზარდებს შორის სამართალდარღვევათა პრევენციის
მიზნით, „გეოპოლიტიკური
კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სახელმძღვანელო "ჩემი უფლებები და მოვალეობები" შეიქმნა.
ამერიკის შეერთებულ
შტატებში მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
მორიგი სამუშაო შეხვედრა ამერიკის კონგრესში გამართა. მინისტრი კონგრესის თავმჯდომარეს, სპიკერს ჯონ ბეინერს შეხვდა.